მაღალი ხარისხი, გამორჩეული დიზაინი და ექსკლუზიურობა – ასეთია საიუველირო სალონდიადემასხელწერა, სწორედ ამიტომ 1997 წლიდან ქართულ საიუველირო ბაზარზე მას მოწინავე პოზიცია უკავია.

მაღაზია – სალონში წარმოდგენილია როგორც დიადემას მიერ წარმოებული ექსკლუზიური სამკაული; დამზადებული ოქროთი, ბუნებრივი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით, როგორც კლასიკური, ასევე კომპანიის დიზაინერების მიერ შექმნილი მოდელების მიხედვით, აგრეთვე იმპორტირებული ძვირფასი სამკაული. აქ ასევე გვხვდება საკომისიო წესით მიღებული საიუველირო და ანტიკვარული ნივთები.

კომპანიას თავისი არსებობის მანძილზე არაერთ გამოფენასა და საერთაშორისო პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა. იყო არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და ფესტივალის გენერალურ სპონსორი, დამზადებული აქვს უამრავი პრიზი და ჯილდო სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის: “მის საქართველო”, “მის ბიკინი”, “მის სტუდენტური სახე”, “საუკეთესო მოჭადრაკე ქალი”, “ფოტომანი ” “საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი” და ა.შ.

მონაწილეობა საიუველირო გამოფენებში, როგორებიცაა Basel Fair, VicenzaOro, Inhorgenta, Istanbul Jewelry Show, საშუალებას აძლევს კომპანიის მენეჯმენტსა და დიზაინერებს მუდმივად თვალყური ადევნონ ახალ ტენდენციებსა და მიმართულებებს საიუველირო მოდის ინდუსტრიაში, გაეცნონ ცნობილი საიუველირო ბრენდების უახლეს კოლექციებს და საქართველოშიც დანერგონ ახალი ტექნოლოგიური ინოვაციები.

დიადემას დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო დონის ლაბორატორიული აპარატურით, სადაც ხდება ნებისმიერი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვის დიაგნოსტიკა. ლაბორატორიის ექსპერტები არიან: ამერიკის გემოლოგიის ინსტიტუტის (Gemological Institute of America, Carlsbad, USA), ალმასების უმაღლესი საბჭოს (Diamond High Council, Antwerp, Belgium), გერმანიის გემოლოგიის საზოგადოების (Deutsche Gemmologische Gesellschaft e.V., Idar-Oberstein) კურსდამთავრებულნი. სწორედ მათი დახმარებით დიადემაში  შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასება/სერტიფიცირება საუველირო ნაწარმსა და ძვირფას ქვებზე. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ მაღალკვალიფიციური ექსპერტების კონსულტაცია, თქვენი ანტიკვარიატისა და ფერწერული ნამუშევრების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ დიადემას საიტს.

გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი

Copyright 2022 © UFG.GE