ინექსფონი


2007 წელს დაარსდა კომპანია ინექსფონი. მისი ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ცდილობს არსებული სერვისის გაუმჯობესებასა და გაფართოებას.

კომპანიის მიზანია, ერთგული მომხმარებლები უზრუნველჰყოს ხარისხიანი მომსახურებით მათთვის ხელმისაწვდომ ფასად, ამიტომ ინექსფონის გუნდი მუდმივად ცდილობს დაამყაროს კონტაქტი სხვადასხვა გლობალურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან, გაეცნოს ციფრულ სამყაროში არსებულ სიახლეებს და მოახდინოს მათი ინტეგრაცია კომპანიაში.

თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს:

  • პორტატულ ნომერს რომლის წაღება/გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი
  • უფასო შემომავალ ზარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით
  • უმაღლესი ხარისხის ტექნიკურ მხარდაჭერას

ინექსფონის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საზღვარგარეთ წასულმა ემიგრანტებმა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დარეკონ თავიანთ ქვეყანაში ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, შესაბამისად კომპანიის ძირითადი სამიზნე აუდიტორია მოიცავს 27-65 წლის ადამიანებს, რომლებიც უცხოეთში არიან სხვადასხვა მიზეზით წასულები.

კომპანიის სერვისები დაყოფილია სამ მთავარ პროდუქტად:

  • მობილური აპლიკაცია (პორტატული ნომერი)
  • საბარათე სისტემა
  • საოფისე ატეესი

ამ მიმართულებებიდან გამომდინარე, ინექსფონის მომხმარებლები შეგვიძლია, დავყოთ ორ სეგმენტად: ფიზიკური პირები, რომლებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე ძირითადად საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტები არიან და იურიდიული პირები, რომლებიც ჩვენს ნომრებს საოფისე ატეესისთვის იყენებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინექსფონის საიტს.

Contact Details


  • 0102, Tbilisi, Georgia
  • Tsereteli Avenue #57
  • Phone: 995(32) 249 20 20
  • Email: info@intelphone.ge

For more information Contact Us.