Inex Travel (იურიდიული დასახელება შპს ,,Lucky Group” ) არის საქართველოში ერთერთი მსხვილი ტურისტული კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წელს და არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA- (Numeric Code: 64-3 2027 0) და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია GTA- წევრი. კომპანიის მენეჯმენტს გააჩნია 19 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში. Inex Travel- აქვს პირდაპირი ხელშეკრულება საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველა მოქმედ ავიაკომპანიასთან, რაც აისახება ავიაბილეთის ღირებულებაზე.

კომპანია კლიენტებს სთავაზობს ლოიალურ და ხარისხიან მომსახურებას. Inex Travel-ის სტრატეგია კლიენტებზე არის ორიენტირებული, სრულად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, შენიშვნებს და მთლიანად ამართლებს მათ მოლოდინს. კომპანიის მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც სერთიფიცირებულნი არიან IATA-ს დიპლომით, გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი ხარისხით. კლიენტებზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის პირველადი პრიორიტეტია.

კომპანიას აქვს სუბაგენტური ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. Inex Travel-ის ოფისები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Inex Travel საიტს.