გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი ახორციელებს ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან. კომპანია დაარსებულია 2010 წელს, დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან საბერძნეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა  და ამერიკის შეერთებულ შტატებში.  ინექს გრუპი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით ევროპიდან და ამერიკიდან ინექს გრუპი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

ინექს გრუპი საკუთარი სერვის ცენტრებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით მოიცავს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრს. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

ინექს გრუპის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინექს გრუპის საიტს.