demo-attachment-139-photo-1506648601690

UFG

გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი

გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი წარმოადგენს საინვესტიციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს ინვესტირებას სხვადასხვა დარგების მიხედვით. ჯგუფი 2004 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგია საქართველოში.

გაერთიანებულმა საფინანსო ჯგუფმა განავითარა საქმიანობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საერთაშორისო ფულადი გზავნილები, ამანათები, ტურიზმი, სატელეფონო მომსახურება, პრესა, ღვინის წარმოება, ფარმაცია, უძრავი ქონების მართვა, მეფრინველეობა და საიუველირო მომსახურება.

კომპანიამ, 11 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, შეიტანა დიდი წვლილი ზემოაღნიშნული დარგების წინსვლასა და განვითარებაში. მომავალში კი მიზნად ისახავს გააგრძელოს საქმიანობა საქართველოში მსოფლიო სტანდარტების დანერგვის კუთხით.