ღვინის მწარმოებელი კომპანია გიუაანი 2010 წელს დაარსდა. გიუაანის ღვინის ქარხანა საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში მდებარეობს. მისი წარმადობა 300 ტონას შეადგენს, მომავალში კი იგეგმება წარმოების გაორმაგება. ქარხანა აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით. მისი მაღალკვალიფიციური თანამშრომლების ჯგუფი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის ღვინის დამზადებაზე.

გიუაანის შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა  საქართველოს, როგორც ღვინის  უძველესი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნის, წარმოების სხვა ეტაპზე გადაყვანა იყო. კომპანიამ აღნიშნული მიზანი წარმატებით განახორციელა – მოახდინა ძველი, ტრადიციული, მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების საბოლოო პროდუქტში გაერთიანება.

გიუაანის მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტი დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს. მასში დამგემოვნებელი აღმოაჩენს, როგორც ქართული ტრადიციული  ღვინის გემოს, ისე თანამედროვე, კლასიკური ტიპის ღვინოების არომატს.

კომპანიის მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენს საკუთარი პროდუქციის იმგვარად სრულყოფა, რომ იგი ყველა მომხმარებლისთვის საყვარელი, მშობლიური და შეუცვლელი გახდეს.

გიუაანი საკუთარი პროდუქციის რეალიზებას როგორც საქართველის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ გეგმავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გიუაანის საიტს.

გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი

Copyright 2022 © UFG.GE